შინაარსზე გადასვლა

იესოს წმინდა გულის საკათედრო ტაძარი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იესოს წმინდა გულის საკათედრო ტაძარი
ბოსნ. , ხორ. Katedrala Srca Isusova

ტაძრის ფასადი

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება კათოლიციზმი
ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
ადგილმდებარეობა სარაევო
კურთხევის წელი 14 სექტემბერი 1889
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) იოსიპ ვანცაში[1]
ხუროთმოძღვრული სტილი გოთიკური
თარიღდება 25 აგვისტო 18849 ნოემბერი 1887[1]
დეტალები
სიგრძე 41,90 მ[1]
სიგანე 21,30 მ[1]
წვეტი 2
წვეტის სიმაღლე 43,20 მ[1]

იესოს წმინდა გულის საკათედრო ტაძარი (ბოსნ. , ხორ. Katedrala Srca Isusova) — კათოლიკური საკათედრო ტაძარი სარაევოში. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის უდიდესი კათოლიკური ტაძარი, ვრხბოსნას კათოლიკური არქიეპარქიის ცენტრი.[1]

1881 წელს ვრხბოსნას კათოლიკურმა ეპარქიამ არქიეპარქიის სტატუსი მიიღო. მაშინ იქნება მიღებული გადაწყვეტილება აეგოთ ახალი ტაძარი, რომელიც არქიეპარქიის ცენტრალური კათედრის ფუნქციას შეასრულებდა. მშენებლობის ინიციატორი იყო არქიეპისკოპოსი იოსიპ სტადლერი. ტაძრის მშენებლობის პროექტი არქიტექტორმა იოსიპ ვანცაშმა ნეოგოთიკურ და ნეორომანულ სტილში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურის გავლენით შექმნა. საძირკვლის გაჭრა 1884 25 აგვისტოს დაიწყეს, ხოლო მშენებლობა სამი წლის შემდეგ, 1887 წლის 9 ნოემბერს დასრულდა. ტაძარი 1889 წლის 14 სექტემბერს აკურთხეს იესოს წმინდა გულის სახელზე, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კათოლიკური კონცეფციაა. ტაძრის კურთხევას მატო ვოდოპიჩი, დუბროვნიკის ეპისკოპოსიც ესწრებოდა.[1] ტაძარში 1932 და 19851989 წლებში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. სარაევოს ალყის დროს ტაძარი დაზიანდა, ეს დაზიანებები ომის დასრულების შემდეგ აღადგინეს. 1997 წელს ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ვიზიტის ფარგლებში ტაძარს ეწვია პაპი იოანე პავლე II.

შენობა ბევრისთვის სარაევოს სიმბოლოა. მთავარი შესასვლელის თავზე არსებული სიმბოლო სარაევოს კანტონის დროშასა და გერბზეა გამოსახული. ტაძარში დაკრძალულები არიან ვრხბოსნას არქიეპისკოპოსები იოსიპ სტადლერი, ივან შარიჩი და მარკო იოზინოვიჩი. იოსიპ სტადლერის კანონიზაციის მოთხოვნა 2002 წლის 20 ნოემბერს წმინდა საყდარში სწორედ ამ საკათედრო ტაძრიდან გაიგზავნა.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Katedrala Srca Isusova u Sarajevu. Katolička Tiskovna Agencija. ციტირების თარიღი: 19/05/2015.